2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ბათუმში ყვავილებით შეამკეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, მოქალაქეები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.
რუსულ აგრესიას 2008 წელს აჭარიდან 20 მეომარი ემსხვერპლა.