“შუამთობა” ჩირუხში

07 აგვისტო 2022, 11:30 354 ნახვა

მენხლიანობას ანუ შუამთობის დღესასწაულს აღნიშნავენ ჩირუხის მთაში. სახალხო დღესასწაულისთვის მემთეურები განსაკუთრებულად ემზადებიან. დღეს მათთვის და მთის სტუმრებისთვის ჩირუხში ღონისძიებები გაიმართება.

დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც ადგილობრივთან ერთად სპეციალურად ინეგოლიდან ჩამოსული ანსამბლი “ჩვენებურები”-ც მიიღებს მონაწილეობას.

გაიმართება ასევე სპორტული შეჯიბრები და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნა 3 აგვისტოდან დაიწყო და 10- ში დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში