პუტინის ომი უკრაინაში

06 აგვისტო 2022, 20:01 784 ნახვა

საჰაერო იერიშებს იგერიებს უკრაინაც.  რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეში ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ორჯერ დაბომბეს. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარზე.

ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო პანიკაა, - ამის შესახებ ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ატომური სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ენერგობლოკებს შორის მძიმე იარაღს მალავენ. 

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით გასული ღამის განმავლობაში ოკუპანტების ძირითადი იერიშები დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე იყო მიმართული. 

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში