ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე კომპანიამ გარემოს დაცვას ნებართვის მიღებაზე მიმართა
ბათუმში ,,ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
აღნიშნული უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის 2021 წლის 29 სექტემბერს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.