გია ყანჩელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ბათუმში 

05 აგვისტო 2022, 10:52 1016 ნახვა

გია ყანჩელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა ბათუმში. პირველ  კონცერტს ქალაქმა უკვე უმასპინძლა. ჯაზი, რეპი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა - ყანჩელისადმი მიძღვნილ ფესტივალში - საზეიმო გახსნაში ახალი თაობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში კიდევ 4 კონცერტი გაიმართება, მათ შორის დასკვნითი 12 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 12 წლის ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგენიძე, ასევე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.  

სპეციალური სტუმრების სტატუსით  მოწვეული  მონაწილეები იქნებიან უკრაინელი მუსიკოსები ვლადი და ეკატერინა კორენები. 10 აგვისტოს გია ყანჩელს 87 წელი შეუსრულდებოდა.

ქართველი კომპოიტორისადმი მიძღვნილი ფესტივალი ბათუმში ხელოვანთა კავშირის კონცეპტart-ის ორგანიზებით და ბათუმის მერიის დაფინანსებით იმართება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი