კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილი?!" ჩაატარა

04 აგვისტო 2022, 10:55 954 ნახვა

"ნამდვილი თუ მოგონილი?!"კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი  უკვე მეშვიდედ ჩაატარა. ჟიურიმ 100-მდე ნამუშევარი შეაფასა და 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც კომისიისგან  პრიზები გადაეცათ.

კონკურსის მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა.

კონკურსი წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია "Fake News", რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი