ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა

03 აგვისტო 2022, 12:38 8567 ნახვა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი და რამდენიმე მგზავრი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ავტობუსის მძღოლი "მედცენტრში" გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 5 დაშავებული მგზავრი კი გადაყვანილია კლინიკა "მედალფაში", სადაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.

 

 

 

მასალა განახლებადია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში