ქართველი მოჭიდავეების წარმატება რუმინეთში

01 აგვისტო 2022, 10:05 558 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის სახელობის ტურნირზე  წარმატებით იასპარეზეს 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავნებმა.

აღნიშნულ წონაში ქართული ფინალი ვიხილეთ, რომელშიც ჯონი ხეცურიანმა რამაზ ზოიძეს მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

რუმინული ტურნირის გამარჯვებული გახდა გიორგი მელიაც (97 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს იური ლომაძე (77 კგ.) და გურამ ხეცურიანი (87 კგ.) დაეუფლნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი