ცესკოს კანდიდატების მოსმენა და შეფასებები

29 ივლისი 2022, 17:49 859 ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პრეზიდენტს მიმართავს ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევი პროცესი შეაჩეროს და კონკურსი ახლიდან გამოცხადდეს. გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს განახორციელოს სრულფასოვნად ის პასუხისმგებლობა, რაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით აიღო. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის  კანდიდატებთან   გასაუბრება  გრძელდება. თავმჯდომარის პოზიციაზე კონკურსში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობს, რაც შეეხება წევრის ვაკანსიას,  ორ ვაკანტურ პოზიციაზე სულ 7 კანდიდატია  წარმოდგენილი.  მოუსმინეს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი ხედვები გააცნეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის გაუმჯობესება. ცესკოს თავმჯდომარეს და  ორ წევრს უფლებამოსილების ექვსთვიანი ვადა  აგვისტოში  ეწურებათ. კონკურსში უკვე მესამედ მონაწილეობს  ახლა მოქმედი თავმჯდომარეც.   წინა ორ შემთხვევაში გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი