8 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, ხანძარი სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მდებარე 16 სართულიან შენობაში გაჩნდა.
4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შენობიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, გამოძიებამ დაუდევრობის მუხლით არის დაწყებული.