მოწამლული თანამშრომლები აჭარატექსტილში 

29 ივლისი 2022, 11:52 1014 ნახვა

აჭარატექსტილში გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული 33 თანამშრომელი კლინიკიდან უკვე გაწერეს, დანარჩენი ნაწილიც დღეს დატოვებს საავადმყოფოს. ჯამში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გუშინ 67 ადამიანი შეიყვანეს, თუმცა ბევრი მალევე ბინაზე გაწერეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ტექსტილში დასაქმებულებმა დაუდგენელი ტოქსიკური ნივთიერება შეისუნთქეს, რამაც ჰაერის მწვავე უკმარისობა გამოიწვია.

საწარმოში კი სამუშაო პროცესი ორშაბათს, პირველ აგვისტოს განახლდება, შესაბამისი შეტყობინებები თანამშრომლებს დღეს გაუგზავნეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი