გამოვდივარ ინიციატივით გავატაროთ ხელშემწყობი ღონისძიებები ბათუმის ,,დინამოს'' მხარდასაჭერად -
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოვიდა ინიციატივით, აჭარის უმაღლეს საბჭოს ეთხოვოს შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება ბათუმის დინამოს მომავალი წარმატების ხელშეწყობისთვის.
"საკმაოდ აქტუალურია ჩვენს გუნდთან, ბათუმის ,,დინამოსთან'' დაკავშირებული საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა 4 წლის განმავლობაში მიაღწია არნახულ პროგრესს. 2018 წელს გუნდი თამაშობდა მე-2 ლიგაში და გახდა როგორც ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი. ჰქონდა გარკვეული წარმატებები, შესაძლოა ჩავარდნებიც ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენთვის ბათუმის ,,დინამო'' გუნდზე მეტია და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ამიტომ, დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ უმაღლეს საბჭოს მივმართოთ თხოვნით, შესაბამისი ხელშეწყობის ღონისძიებების გატარების მიზნით, რომელიც დაეხმარება ჩვენს გუნდს, რომ გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ნამდვილი გრანდი და ეს ასეც იქნება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.