საგანმანათლებლო პროექტი „ახალგაზრდული ბანაკები“ დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში 240 ახალგაზრდა 4 დღის განმავლობაში ინფორმაციას მიიღებს არჩევნების ისტორიაზე, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპებზე, საარჩევნო სისტემებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელებზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და ხმის მიცემის ელექტრონულ საშუალებებზე.