აგრარული კომიტეტის გასვლითი სხდომა ქობულეთში

26 ივლისი 2022, 17:27 765 ნახვა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა აჭარაში. პარლამენტის წევრებმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრისგან 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე ზაზა შავაძემ  მიმდინარე წლის პროგრამებზე ისაუბრა.  როგორც მინისტრმა განაცხადა, ,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2022 წლის  ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 932 195  ლარით  გაიზარდა და  20 905 049 ლარია. 2022 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის აგროსასურსათო სექტორის პოლიტიკის შემუშავება და მართვა, აგროსექტორის მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, აგროსერვისის განვითარება რეგიონში, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი პროგრამა, ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება''.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი