უკრაინაში 39 700 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული

25 ივლისი 2022, 17:24 551 ნახვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონში რუსული ლოგისტიკის შეფერხების მიზნით სამ ხიდს დაარტყეს. ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრო ბუტრი აცხადებს, რომ მდინარე დნიპროზე ორ ხიდს დაარტყეს, ამასთან დაიბომბა კიდევ ერთი ხიდი ჩრდილოეთით. სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსები დაზიანებული ხიდების აღდგენას ცდილობენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წარმომადგენელს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში წაუყენეს ბრალდება, - ამის შესახებ ბი-ბი-სი  წერს.  ბასტრიკინის თქმით, ამას გარდა, 96 ადამიანზე, მათ შორის შეიარაღებული ძალების 51 მეთაურზე ძებნაა გამოცხადებული. ომის დანაშაულების შესახებ საკუთარ გამოძიებას უკრაინაც წარმართავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული  მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე  შეიარაღებული ბრძოლების შედეგად 39 ათას 700 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი