ბათუმში, ქვიშის რაგბის საერთშორისო ფესტივალის გამარჯვებული ბათუმის ''მეკობრეები'' გახდნენ. გუნდმა საფინალო ორთაბრძოლაში თურქეთის ნაკრებს სძლია და 3-2 დაამარცხა.
ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის 2 თურქეთიდან. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალი, წელს პირველად იმართება და მისი მიზანი ქვიშის რაგბის განვითარებაა.