ბომბორას სახელობის ტურნირი ქობულეთში 

24 ივლისი 2022, 10:46 857 ნახვა

ქობულეთში, საფეხბურთო ჩემპიონატ „ბომბორას თასის“ გამარჯვებული მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის გუნდი „იმედი„ გახდა.  მათ  საფინალო შეხვედრაში ამავე სკოლის გუნდი „მერცხლები 8-0 დაამარცხეს. გამარჯვებულ გუნდს, თასები და მედლები ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გადასცეს.  

,,ბომბორას თასი” -ქობულეთში 24 საჯარო სკოლა შორის   გაიმართა ,  რომელშიც 2012-2013 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობენ. ჩემპიონატი  მეხუთე წელს ითვლის, თუმცა მოსწავლეებს შორის შეჯიბრება პირველად ტარდება. მიზანია სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული ახალი თაობის აღმოჩენა. საბოლოოდ კი, გამარჯვებულ ათ  საუკეთესო მოთამაშეს  შეარჩევენ, რომლებიც საფეხბურთო კლუბ "ბომბორას  აკადემიაში " ჩაირიცხებიან და უსასყიდლოდ ივარჯიშებენ. სპორტული ღონისძიების მხარდამჭერი კერძო სექტორთან ერთად ქობულეთის მერიაა. 

ნოდარ, იგივე ბომბორა გოგიტიძის სახელობის ტურნირები ქობულეთში მისი  გარდაცვალების შემდეგ, 2018  წლიდან  ყოველწლიურად იმართება.  22 წლის ახალგაზრდა  ურთიერთშელაპარაკების დროს მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ის ფეხბურთელი იყო და გარკვეული პერიოდი ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა. 

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი