პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.