ევროპა ხანძრებს ებრძვის

22 ივლისი 2022, 11:57 784 ნახვა

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა რამდენიმე დღეა მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის. ევროპის სახელმწიფოებში ჰაერის ტემპერატურა უკვე 40 გრადუს ცელსიუსს გადასცდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, მაროკო, იტალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ - ამ ქვეყნებში მაღალ ტემპერატურასა და ხანძრებს ერთდროულად ებრძვიან.

რეკორდულად მაღალი სიცხის შედეგად ევროპაში უკვე 1500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ექიმების მოსაზრებით კი მსხვერპლი უფრო გაიზრდება.

ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ასობით სამხედრო ჩაერთო. შედეგად უკვე ათასობით ჰექტარი ტერიტორია განადგურდა, ათი ათასობით ადამიანი კი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი