ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 ივლისი 2022, 18:47 1331 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მას ძალიან მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ჯო ბაიდენი სრულად არის ვაქცინირებული და გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი ბუსტერდოზა.

აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციის პერიოდს თეთრ სახლში გაატარებს და დისტანციურად და სრულად განაგრძობს მოვალეობის შესრულებას. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ყველა დაგეგმილ შეხვედრაში ტელეფონით ან ვიდეოპლატფორმის მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში