უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
მარკ მილის თქმით, რუსებს დონბასში საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვთ, ამასთან უკრაინა წარმატებით იყენებს სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსს“.
თავმჯდომარის განცხადებით, ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები ხმელეთზე მცირე პროგრესს აღწევს, თუმცა ამის მიუხედავად, ბრძოლა დონბასისთვის არის ძალიან მძიმე და დაძაბული.