ნაციონალური მოძრაობა ახალი ბულვარიდან ჭოროხის დელტამდე მონაკვეთში სანაპირო ზოლის ლოდებით გამაგრებას აპროტესტებს. გია აბულაძის განცხადებით, გამაგრების ეს ფორმა პლაჟების დაკარგვას გამოიწვევს და ამ დროისთვის უკვე დაკარგულია სანაპირო ზოლის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს არსებობდა ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარების კონკრეტული გეგმა, სანაპიროზე პერმანენტულად იყრებოდა ინერტული მასალა, რაც სანაპირო ზოლის მდგრადობას უწყობდა ხელს, გარდა ამისა იგეგმებოდა ღია ზღვაში, ე.წ ტალღისმჭრელების აშენება. აბულაძე რეგიონის მთავრობას პროექტის გაგრძელებისა და პლაჟის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.