ბათუმში მცხოვრები უკრაინელების საჭიროების დასადგენად კვლევა ჩატარდა, პროექტის მიზანი მათი საზოგადოებასთან ინტეგრაცია და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაზრდაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ომით დაზარალებული უკრაინელების ინფორმირება სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის ძალადობის და სექსუალური შევიწროების, შეტყობინების წესის და რეაგირების მექანიზმების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქართული ენის კურსები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
სხვადასხვა აქტივობაში ჯამში 500-ზე მეტი უკრაინელი ჩაერთვება. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.