ვითარება უკრაინაში - ოკუპანტებმა დონეცკში ორი სკოლა დაბომბეს

21 ივლისი 2022, 10:01 611 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის მასობრივი დაბომბვა დაიწყეს. რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის არის 13 წლის ბიჭია. მისი და კი დაიჭრა.

წუხელ რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს ჩუგუევსკის რაიონის მშვიდობიან მოსახლეობაზე. დანგრეულ შენობებს შორის არის კომუნალური კომპანიის შენობა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ანგარიშის მიხედვით რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 358 ბავშვი დაიღუპა, 681 კი დაშავდა. მონაცემები აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო ზუსტი არ არის. რუსი ოკუპანტების სამიზნე აღმოჩნდა ორი სკოლა კრამატორსკსა და კოსტიანტინივკაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი