გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ამუშავდა. გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტის თქმით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და ბუნებრივი აირის მიწოდება მინიმუმ ორი საათის განმავლობაში გარანტირებულია.
დაამატა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს. გაზსადენის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 10 დღეა შეჩერებულია გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო.
ევროპაში შიშობდნენ, რომ არსებული ვითარების ფონზე, რუსეთი გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შანტაჟისთვის გამოიყენებდა და ბუნებრივი აირის მიწოდებას გააჭიანურებდა.