24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

21 ივლისი 2022, 11:09 1304 ნახვა

„ქობულეთი ფესტ 2022” - 24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა. 

ფესტივალი ცენტრალურ პარკში გაიმართება და  დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დღის განმავლობაში, ზღვის სანაპიროზე დრამების და ფრანების შოუები, საბავშვო და სპორტული აქტივობები მოეწყობა,  ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში