NBAvote zaza pachulia

06 იანვარი 2017, 00:00 1269 ნახვა

 ''NBA”-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის ხმების შუალედური შედეგებით, ზაზა ფაჩულია თავის კატეგორიაში მე-2 ადგილზეა. ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს. წინ მხოლოდ მისი თანაგუნდელი "გოლდენ სტეიტიდან" კევინ დურანტია - 541 ათასი ხმით. მე-3 ადგილზეა კავაი ლეონარდი 341 ათასი ხმით. აღნიშული ფაქტის გამო სოციალური ქსელი განცვიფრებულია. სხვა კალათბურთელების გულშემატკივრები სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტს აქვეყნებენ და ამბობენ რომ ზაზა "ყველა ვარსკვლავის" თამაშში მოხვედრის ღირსი არ არის. აღნიშულ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის გამოცემა "ვაშინგტონპოსტიც".ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემის საკითხს ამერიკის საელჩოც ეხმაურება. “ზაზა მეორე ადგილზეა და სწორედ ახლაა ყველაზე მეტი მონდომება საჭირო. დაპოსტეთ საჯაროდ დღეში ერთხელ",-ნათქვამია ამერიკის საელჩოს ფეისბუქზე. ხმების მიცემა 16 იანვრამდე, 24 საათში ერთხელაა შესაძლებელი. გასულ წელს ზაზა ფაჩულიას "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად 14 ათასი ხმა დააკლდა.

ამავე კატეგორიაში