შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღე

21 დეკემბერი 2016, 00:00 3404 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვა - გასაღების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ერთი პირი, მის დროებით საცხოვრებელ ბინაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს 199 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ 2400 ლარად მიჰყიდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვა ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და 40 აბი „ექსტაზი“. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი