ქართული კლუბების წარმატება გროზნოში

18 დეკემბერი 2016, 00:00 2249 ნახვა

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართულ ევროპის საკლუბო პირველობის "ოქროს ლიგაში" წარმატებით იასპარეზეს ძიუდოს ქართულმა კლუბებმა - "საგარეჯო სუპერსტარმა" და "მებრძოლმა". ბრძოლას ნაადრევად მხოლოდ "შევარდენი" გამოეთიშა. "საგარეჯო" "ოქროს ლიგის" გამარჯვებული გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუსულ "იავარა ნევას" სძლია 3:2. გადამწყვეტ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ლევან მატიაშვილმა გდებით დაღესტნელი რენატ საიდოვი დაამარცხა. ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა "მებრძოლმა" კი წელს ბრინჯაო გერმანულ "აბენსბერგთან" მოგებით დაისაკუთრა. 

ამავე კატეგორიაში