დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

15 დეკემბერი 2016, 00:00 1888 ნახვა

ამ დროისთვის, საქართველოში გრიპის 46 შემთხვევაა ლაბოლატორიულად დადასტურებული.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით,  სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,  წელსAა ტიპის H  3 ვირუსი ცირკულირებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა B  ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევაცდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ვაქცინის დეფიციტია. წელს სახელმწიფომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის 20 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, კერძო სექტორში აცრილთა რაოდენობა კი, 10-დან 15 ათასამდე მერყეობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი