ვითარება გზებზე

05 დეკემბერი 2016, 00:00 3571 ნახვა

უამინდობას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია აჭარის მაღალმთიანეთში. ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ავტოტრანსპორტს შეუფერხებლად შეუძლია. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის დირექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხულო - გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვისაა ნებადართული. ზურაბ სიხარულიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში  მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა.  მისივე   რეკომენდაციით  მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა   მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იქონიონ.

ამავე კატეგორიაში