სავალდებულო ნორმა

15 ოქტომბერი 2016, 00:00 2238 ნახვა

15 ოქტომბერი  კი ბოლო   დღეა, როცა პარტიული სიიდან არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ. ამას ”საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს.  კანონმდებლობის თანახმად, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის ან უარს იტყვის, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებამ ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და პარლამენტის არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს, ცესკოს 22 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს. 

ამავე კატეგორიაში