თბილისში ვაგზლის მოედნის მიმდებარედ შენობის ნაწილი ჩამოინგრა

14 ივლისი 2025, 20:16 137 ნახვა

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით  ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.დამატებით დეტალებს ჩვენი გადამღები ჯგუფი არკვევს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში