სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო, ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება გადაიდო

14 ივლისი 2025, 20:24 179 ნახვა

თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო, ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში