ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული ვიდეოკლიპის ნახვა უკვე შესაძლებელია

17 სექტემბერი 2020, 11:00 1036 ნახვა

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული ვიდეოკლიპის ნახვა უკვე შესაძლებელია. პოპულარულმა მომღერალმა ახალი ვიდეორგოლი თავის ოფიციალურ youtube არხზე გუშინ განათავსა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კლიპის გადაღებები ბათუმში მიმდინარე წლის აგვისტოში მიმდინარეობდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი,  ბულვარი, სარფის, ციხისძირის სანაპირო ზოლი და სოფელი მერისი მოხვდა.

''ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით ეცნობა. გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი'' - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ქეთი მელუას ახალი ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში