6 თვე წყლის გარეშე - აეროპორტის დასახლების მცხოვრებთა პრობლემა

10 სექტემბერი 2020, 18:51 1381 ნახვა

6 თვე წყლის გარეშე - აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მარტის შემდეგ წყალი აღარ მიეწოდებათ. სასმელ წყალს ყიდულობენ, სხვა მოხმარებისთვის კი კუსტარულად მოწყობილი საქაჩებით სარგებლობენ. მათი თქმით, ასეთი დაახლოებით 18 ოჯახია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვადსხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბათუმის წყალში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აბონენტები ჰყავთ.

აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე მოსახლეობა ე.წ. ძველი ქსელით სარგებლობს, წყალი სასმელად უვარგისია და წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებას უნდა დაელოდონ, რომელიც მომავალ წელს უნდა განხორციელდეს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი