პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარია 

12 აგვისტო 2020, 15:58 352 ნახვა

იქნება თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ სიის ათეული ჯერ არ არის ცნობილი.

„პარტიული სიის პირველი ათეული ჯერ ცნობილი არაა. ზოგიერთებს რომ ეჩქარება, ჩვენ ჯერ საქმეები გვაქვს გასაკეთებელი და ამასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. ამით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ - განაცხადა გახარიამ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში