ევროპალიგაზე ბათუმის ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

10 აგვისტო 2020, 10:12 1532 ნახვა

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის ‘’დინამოს’’ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. ბათუმელები განუთესავ გუნდებში მოხვდნენ.

‘’დინამოს’’ სამი კლუბიდან ერთ-ერთი შეხვდება. სავარაუდო მეტოქეები არიან ისრაელის ‘’ჰაპოელ ბერ-შევა’’, აზერბაიჯანული ‘’ნეფტჩი’’ და ასევე აზერბაიჯანული ‘’კეშელა’’.

ევროპალიგის წილისყრა დღეს 14:00 საათზე დაიწყება და საბოლოოდ ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვევა. პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთ მატჩიანი გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში