ბათუმის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურა" დიდი ანგარიშით დაამარცხა

09 აგვისტო 2020, 19:36 690 ნახვა

ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში გასვლაზე საჩხერის "ჩიხურა" 4-0 დაამარცხა. პირველი წრის ბოლო შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ბათუმელებმა ანგარიში სწრაფად მე-4 წუთზე გახსნეს. ჯოვინიეს გადაცემის შემდეგ ნიქაბაძემ გატანა. 28-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება ობოაბონამ შეუცვალა და გოლი მამუკა კობახიძემ გაიტანა.ნიქაბაძემ 42-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა და გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.

საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე ჯიღაურმა დააფიქსირა და დუბლი გაიფორმა. 9 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 17 ქულა აქვს და ამ დროისთვის მეორე ადგილს იკავებს. თბილისის "დინამოს" 18 ქულა აქვს. გორის "დილას" კი 16 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბათუმელებს მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვთ. გეგუჩაძის გუნდმა 4 შეხვედრა მოიგო და 5 ფრედ დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში