მოედნის გარეშე

01 აგვისტო 2020, 15:05 59 ნახვა

წელიწად ნახევრის წინ შექმნილ ბომბორას აკადემიას, რომელიც ფეხბურთელებს უსასყიდლოდ ამზადებს საკუთარი მოედანი არ გააჩნია, ფეხბურთელები დროებით, ისიც შეზღუდულად შუქურას სტადიონზე ვარჯიშობენ. მათ მდგომარეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გაეცნო.

მამუკა კვარაცხელიას თქმით 10 აგვისტოს ქობულეთში ღია სახალისო საფეხბურთო პროგრამას განახორციელებენ, რომელიც მწვრთნელების და ფეხბურთელებისთვის ეკიპირების გადაცემას ითვალისწინებს.  ბომბორას აკადემია 22 წლის გარდაცვლილი  ფეხბურთელის ნოდარ გოგიტიძის სახელობისაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში