თურქეთში სამუშაოდ წამსვლელებს მინიმალური დოკუმენტაცია დასჭირდებათ - ეკონომიკის მინისტრი

31 ივლისი 2020, 15:00 6884 ნახვა

თურქეთში დროებით დასაქმებულები მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლას უახლოეს დღეებში შეძლებენ - განაცხადა აჭარის ეკონომიკის მინისტრმა. დეტალები კონკრეტულად რა სახის დოკუმენტაცია დასჭირდებათ თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებს ამაზე დეტალურად ჯაბა ფუტკარაძეს  არ უსაუბრია.

განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი უწყება პროცესში ჩართულია და საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში დასაქმებას მინიმალური დოკუმენტაციით შეძლებენ. კოვიდ-19-ის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაკეტილია, რასაც იქ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადასვლას ითხოვენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში