საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელი მთავრობის და პრეზიდენტის წინააღმდეგ

30 ივლისი 2020, 18:57 213 ნახვა

ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ-საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ სარჩელებს. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს, რითაც მათი მტკიცებით, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის ვადით მიენიჭა გარკვეული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისათვის ამგვარი ფართო უფლებამოსილების დელეგირება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში