საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბ ქუთაისის ‘’მართვეს’’ ფეხბურთელი ნინო გურგენიძე 19 წლის ასაკში გარდაიცვალა

25 ივლისი 2020, 13:18 213 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბ ქუთაისის ‘’მართვეს’’ ფეხბურთელი ნინო გურგენიძე 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელს გასულ წელს იუნგის სარკომა დაუდგინეს , რამდენიმე ოპერაცია და ქიმიოთერაპიაც ჩაუტარდა რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ჯანო ანანიძემ დააფინანსა , თუმცა სამწუხაროდ 19 წლის ფეხბურთელის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნინო გურგენიძე საქართველს ქალთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული იყო. ფეხბურთელი მართვესთან ერთად 2015 და 2016 წელს გახდა ქალთა ლიგის ჩემპიონი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში