ცვლილება საარჩევნო კანონში 14 ხმით დამტკიცდა

24 ივლისი 2020, 15:03 350 ნახვა

აჭარის  უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილები 14 ხმით მიიღეს. კანონპროექტს მხარი მმართველმა გუნდმა სრული შემადგებნლობით დაუჭირა.

სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.კანონში ცვლიელებები ერთი მოსმენით განხორციელდა, რასაც აპროტესტებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე. მან ქართული ოცნება  კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგებაში, არჩევნების უკვე გაყალბებაში  დაადანაშაულა და  დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განცხადება გააკეთეს და კოლეგებს ცვლილებების სამი მოსმენით მიღება და პროცესში სხვადასხვა პარტიისა და არასამთავრობო სექტორის ჩართვა ურჩიეს. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად მმართველმა გუნდმა კანონში ცვლილებები მაინც დაამტკიცა.  განახლებული საარჩევნო კოდექსის  მიღება დეპუტაებს საკონსტიტუციო ცვლილებების გამო  მოუხდათ. ისევე როგორც საქართველოს პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოშიც არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში