ბათუმის ბულვარში კრივის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა აჭარის სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე სპორტსმენმა მიიღო. მათ წვრთნები გამოცდილმა მოკრივეებმა ჩაუტარეს. ფესტივალი ტრადიციული გახდება და იგი ყოველწლიურად გაიმართება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            