ახალი სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით წარიმართოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც

17 ივლისი 2020, 11:24 1623 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სწავლების შერეულ მოდელზე ფიქრობენ, რომელიც ერთდროულად ონლაინ და სასკოლო სწავლებას ითვალისწინებს. 

თამარ გაბუნიას თქმით, შესაბამისი რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

''რაც შეეხება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სამზადისს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ მოსალოდნელ რისკებზე სწავლის დაწყებისთვის. თუმცა, მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო ეპიდემიოლოგიურად მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად კი, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება. 

ამ მოდელის დეტალებზე აჯობებს განათლების სამინისტროს მიმართოთ, თუმცა ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინკლასები. არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლის განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ონლაინმექანიზმის გამოყენება, ეს მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში