ცვლილებები ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში

15 ივლისი 2020, 11:30 228 ნახვა

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს  პარლამენტი პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრის.

ცვლილებების თანახმად, თუკი კომისიის მიერ დაკისრებულ ჯარიმას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის მქონე ან ავტორიზებული პირი ვერ გადაიხდის, კომისია უფლებამოსილი იქნება დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომპანიებთან შეთანხმება კანონპროექტის კომპრომისულ ვარიანტზე მიღწეულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში