აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ძალადობას გმობს

14 ივლისი 2020, 09:57 292 ნახვა

სომხეთსა და აზერბაიჯანს დაპირისპირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას სთხოვს და ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივანი. მხარეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირებას გმობს აშშ.

ოფიციალური ბაქოს უწყებით, თოვუზის რაიონის სოფლებში სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო იერიში მიიტანა. მხარეები ცეცხლის გახსნის შესახებ ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ და პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში