ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურის ხიდს დროებით ხსნის

13 ივლისი 2020, 10:47 1175 ნახვა

ენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჰუმანიტარული კორიდორით" დანარჩენ საქართველოში მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში ჩასვლას 13-დან 17 ივლისის ჩათვლით შეძლებენ. მიმდინარე წლის თებერვალში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის საბაბით, საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ორმხრივად ჩაკეტა, მოგვიანებით კი, რამდენჯერმე ცალმხრივად გახსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში