''კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა'' - შემოსავლების სამსახური

11 ივლისი 2020, 14:30 556 ნახვა

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილებაში  რამდენიმე სახის დაზუსტება განხორციელდა.კონკრეტულად:  

დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს.„დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლისის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

ცვლილებების მიხედვით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019  წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით. - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში